რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები თავიანთი ქმედებებით და კონკრეტული გადადგმული sintomasdelsida.org ნაბიჯებით ეწინააღმდეგებიან, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ყველაფერს აკეთებენ, რომ ჩვენმა ქვეყანამ არ მიიღოს სტატუსი, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის თქმით, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები პირდაპირ არიან ქვეყნის, ჩვენი ევროინტერგრაციისა და ევროპული მომავლის მტრები. ყველაფერს აკეთებდნენ, როდესაც ვიზალიბერალიზაციის პროცესი მიდიოდა, დარბობდნენ კაბინეტებში, რომ არ მიეღოთ აღნიშნული გადაწყვეტილება. იგივე იყო ასოცირების გაფორმების დროს და იგივე ხდება დღეს. საქართველო მართლა იმსახურებდა აღნიშნულ სტატუსს, თუ მართლა რომელიმე ქვეყანას აქვს კარგი მაჩვენებლები, წინ გადადგმული ნაბიჯები, ეს იყო ჩვენი ქვეყანა, საუკეთესო იყო და თავავადვე აღნიშნეს, რომ საქართველოსთან მიმართებაში უსამართლო გადაწყვეტილება იყო მიღებული. გასაგებია პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო მიღებული და მოგვცეს ეს 12-პუნქტიანი გეგმა. ამ 12-პუნქტიან გეგმასაც ვასრულებთ ზედმიწევნით, რომ ვინმეს სალაპარაკო არ დარჩეს. დაველოდებით დეკემბერს. მინდა, მჯეროდეს, რომ არ ინება უსამართლო გადაწყვეტილება მიღებული და კიდევ არ დაიჩაგრება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა“, – აღნინშა კალაძემ.

پست اولین بار در ظاهر شد 1TV.

طراحی شده توسط پلاگین Echo RSS توسط CodeRevolution.