ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, ალიანსის კარი ღია რჩება და მომავალში უკრაინა გახდება გაერთიანების წევრი ქვეყანა.

„მე ვიცავ შეთანხმებულ პოზიციას, რომ ნატოს კარი ღია რჩება და უკრაინა მომავალში გახდება ალიანსის წევრი. მაგრამ ახლა მოკლევადიანი პრიორიტეტია უკრაინის დახმარება, რათა მან შეძლოს მეტი უპირატესობა მიიღოს ბრძოლის ველზე და დაასრულოს ეს ომი ისე, რომ უკრაინა დარჩეს დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო ევროპაში. ეს გაწევრიანებაზე ნებისმიერი დისკუსიის cactusmeraviglietina.it წინაპირობაა“ -განაცხადა სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგის თქმით, ალიანსის პოზიცია 2008 წლის ბუქარესტის სამიტიდან მოყოლებული უცვლელია. ეს კი გასულ წლებში ჩრდილოეთ მაკედონიისა და მონტენეგროს, წელს კი ფინეთისა და შვედეთის მაგალითით დასტურდება.

„ჩვენ ასევე მტკიცედ განვაცხადეთ, რომ თითოეულ სახელმწიფოს შეუძლია აირჩიოს თავისი გზა, ეს ასევე ეხება უკრაინას. დასასრულს, უკრაინისა და 30 მოკავშირისთვის დადგება საკითხი – წევრობის შესახებ გადაწყვეტილება. რუსეთს ამაზე სიტყვა არ ეთქმის. ჩვენი მთავარი მიზანია დავეხმაროთ უკრაინას ამ ომში გამარჯვებაში” – განაცხადა ალიანსის ხელმძღვანელმა.

მოდერატორის კითხვაზე, უკრაინის დაჩქარებული წესით გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ისე როგორც ეს ფინეთისა და შვედეთის შემთხვევაში მოხდა, გენერალური მდივანი აღნიშნავს, რომ უკრაინა ახლა ომშია.

„ფინეთი და შვედეთი ნატოს დიდი ხნის პარტნიორები არიან, მოკავშირეებს შორის არის კონსენსუსი მათი სრულ წევრობაზე მოწვევასთან დაკავშირებით, სწორედ ეს გადაწყვეტილება მიიღეს მადრიდის სამიტზე. რაც შეეხება უკრაინას, იქ ომი მიმდინარეობს და ახლა უმთავრესი პრიორიტეტია მისთვის სამხედრო დახმარების გაწევა, რასაც ჩვენ როგორც მოკავშირეები და პარტნიორები ვაკეთებთ. ეს სამხედრო დახმარება უპრეცედენტოა“,- იენს სტოლტენბერგი.

Pošta იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ უკრაინა მომავალში გახდება ალიანსის წევრი sa objavil prvý na 1TV.

Poháňané Echo RSS Plugin od CodeRevolution.